The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოლღა ბელენკო

დაბადების თარიღი:3 ივლისი, 1914  (110 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1932 წელს, 50-ე  რკინიგზის შრომის სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო მოზარდ მაყურებელთა რუსულ თეატრში მსახიობად. იგი ათეული წლების მანძილზე იყო მოზარდ მაყურებელთა რუსული თეატრის მსახიობი. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: კატერინა ლიპოჩკა, ლარისა, აგნია (ა.ოსტროვსკის "ჭექა-ქუხილი", "უდანაშაულო დამნაშავენი", "შინაურები ვართ, მოვრიგდებით", "უეცარი სიმდიდრე", "ყოველთვის ყველიერი არ არის"), აგაფია (ნ. გოგოლის "ქორწინება"), გაიანე (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), ამალია, ლუიზა(ფ. შილერის "ყაჩაღები", "ვერაგობა და სიყვარული"), ჯულიეტა (უ. შექსპირის "რომეო და ჯულიეტა"), ემილია (მ. ლერმონტოვის "ესპანელები"), ბეატრიჩე(კ. გოლდონის "ორი ბატონის მსახური"), მაშა(ა. პუშკინის "დუბროვსკი"), ლუბკა შევცოვა (ა. ფადეევის "ახალგაზრდა გვარდია"), ოლგა (კ. ტრენიოვის "გიმნაზიელები"), ლიზა (ვ. გუსიევის "რიბაკოვის შვილი"), ფარელი (ლ. ჰელმანის "ფარელის ოჯახი კარგავს მოსვენებას") და სხვ.

წყარო: საიუბილეო თარიღებითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1989. -გვ.55

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1946 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: