შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო ტოგონიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თელავი. დაამთავრა თელავის წმინდა ნინოს სასწავლებელი 1927 წელს. 1938 წელს მუშაობა დაიწყო თბილისში ესტრადის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში სოლისტად, რომელსაც ხელმძღვანელობდა სანდრო კავსაძე. 1950 წელს ტრამვაი-ტროლეიბუსების სამმართველოს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ვოკალური კვარტეტის წევრი იყო, რომელსაც ხელმძღვანელობდა სანდრო მირიანაშვილი. 1962 წელს ეწოდა სახალხო ანსამბლი "სინათლე". კვარტეტმა იმოღვაწა 1974 წლამდე. 1951-1956წწ. მოსკოვში საკავშირო მხატვრული თვითმოქმედების დათვალირებაზე მოიპოვა ლაურეატობა. 1941-1965წწ. პარალელურად მუშაობდა მომღერლად მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. გასტროლებზე იმყოფებოდა გდრ-ში (1965 და 1973 წწ.). პოლონეთში (1972), ანსამბლს ფართო პროგრამა ჰქონდა. ასრულებდა ნ. სულხანიშვილის, გ. ჩუბინაშვილის, ა. კერესელიძის, ს. მირიანაშვილის, რ. ლაღიძის, გ. ცაბაძის, ა. დიხამინჯიას სიმღერებს. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1990.-გვ.9 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |