The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სულიკო გრძელიშვილი

Date of birth:1926  (99 years)
Date of death:19??
Category:Singer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ხალხური შემოქმედების რესპუბლიკურ სახლში მომღერალთა გუნდის ხელმძღვანელთა გადასამზადებელი კურსები, თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი 1957 წელს(აგრონომიული).

მუშაობდა მეცნიერ-თანამშრომლად მცენარეთა დაცვის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; თბილისის ტრიკოტაჟის ფაბრიკაში გუნდის ლოტბარად; თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე ხალხური შემოქმედების სახლის მიერ ის მივლინებულ იქნა ტოპოგრაფიულ ტექნიკუმში სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ხელმძღვანელად, ხოლო შემდეგ გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში მომღერალთა გუნდის ხელმძღვანელად; ახალგაზრდა შემოქმედი ხალხური მუსიკალური საუნჯის გამოვლენას მთელი თავისი შესაძლებლობით ემსახურა, ყოველ ქართულ ხალხურ სიმღერას სწორად, შეუცვლელი სახით გადმოსცემდა; ლოტბარი.

წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ. 80


Share: