შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლომინ გუგუშვილი![]()
ბიოგრაფიაის იყო ძველი ხალხური სიმღერების დიდი მცოდნე; არ გამოეპარებოდა არც ერთი სასიმღერო ჰანგი, ერთი მოსმენით ითვისებდა სიმღერის სამივე ხმას; საქვეყნოდ ცნობილია "კუჩხი ბედინერის", "ოდოიას", მეგრული "ზარის"(სიმღერით დატირების) და სხვა პოპულარული ხალხური სიმღერების ლომინისეული ვარიანტები; მასწავლებელთა მასწავლებელი - ასე ეძახდნენ მას სამეგრელოში; ძუკუ ლოლუა თავის მასწავლებლად მიიჩნევდა; გრიგოლ კოკელაძემ და სხვა კომპოზიტორებმა მრავალი სიმღერა ჩაწერეს მისი რეპერტუარიდან; სამოცი წლის იყო სამოღვაწეო სარბიელზე რომ გამოიყვანეს; გუნდის ხელმძღვანელ-კონსულტანტად დანიშნეს, ხოლო შემდეგ, 1925-1926წწ. მიიწვიეს აბაშის რაიონის გუნდის ხელმძღვანელად, ამ გუნდით მან მონაწილეობა მიიღო 6 წლის შემდეგ ქალაქ ზუგდიდში გამართულ სამეგრელოს რაიონთაშორისო ოლიმპიადაში, სადაც პირველი ხარისხის ჯილდო მიენიჭა; ამის შემდეგ გუნდმა მრავალი კონცერტი გამართა დასავლეთ საქართველოს დაბა-ქალაქებში; იგი თბილისში გამოსვლაზე ოცნებობდა და მალე ამის შესაძლებლობა მიეცა; მეორე, მესამე და მეოთხე ოლიმპიადების მონაწილე გახდა; რეპერტუარის სიმდიდრე და მისი ზუსტი ხალხური შესრულება განაპირობებდა გუნდის წარმატებას; მან ღრმა შთაგონებით, სიმღერების უნაკლო ცოდნით ფასდაუდებელი ამაგი დასდო ქართულ ხალხურ სიმღერას; ლოტბარი. წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ. 80
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |