The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ხასან მეგრელიძე

დაბადების თარიღი:10 თებერვალი, 1915
გარდაცვ. თარიღი:20 თებერვალი, 1996  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქობულეთი.

დაამთავრა რუსთაველის თეატრის სტუდია 1937 წელს.

1922-1927წწ. სწავლობდა ქობულეთის დაწყებით სკოლაში. 1927-1934წწ. სწავლა განაგრძო საშუალო სასწავლებელში. 1934 წელს ჩაირიცხა რუსთაველის თეატრის სტუდიაში, რომლის დამთავრების შემდეგ ბათუმის თეატრის მსახიობი იყო. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ხოზე (გ. მდივნის "ალკაზარი"), ბარათაშვილი (მ. მრევლიშვილის "ნიკოლოზ ბარათაშვილი"), ერეკლე (ა. სუბათაშვილის "ღალატი"), ჯინჭარაძე (ა. შერვაშიძის "სიმღერა შევარდენზე"), მილოზოროვი (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავე"), ჯემალი, ბიძინა (ვ. კანდელაკის "მაია წყნეთელი", "ორი სპეციალისტი"), ოსიკო (დ. კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირი"), ზურიკო, ზაქარია (ს. შანშიაშვილის "არსენა", "ფოლადაური"), დაუდ-ბეგი (დ. ერისთავის "სამშობლო"), გელიკა (ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი"), მურთაზი (ს. კლდიაშვილის "ირმის ხევი"), პოლევოი (ბ. ლავრენიოვის "რღვევა"), სტალინი (გ. ბერძენიშვილის "დაჭრილი არწივი"), მარკიზი, ტრუფალდინო (კ. გოლდონის "სასტუმროს დიასახლისი", "ორი ბატონის მსახური"), ვატი (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), ყაფლანი (გ. ნახუცრიშვილის "ნაცარქექია"), გივი (გ. ქელბაქიანის "შესაფერი ჯილდო"), გორბუნოვი (პ. ლორიას "მევლუდი"), ზემნუხოვი (ა. ფადეევის "ახალგაზრდა გვარდია") და სხვა. იყო ბათუმის სახალხო თეატრის მსახიობთა პირველი თაობის ერთ-ერთი თვალასაჩინო წარმომადგენელი, რომელიც წლიდან წლამდე ანვითარებდა და ხვეწდა საშემსრულებლო ოსტატობას. მისი შემოქმედება ხასიათდება როლების ღრმა ფსიქოლოგიური გახსნით, საქმისადმი დიდი სიყვარულით, მოხდენილი სცენური მოძრაობით, ხასიათის გამოხატვის ორიგინალური მეთოდით. მან მაყურებელის სიყვარული დაიმსახურა. იგი ოსტატურად ასახიერებდა აგრეთვე სახასიათო და კომედიურ როლებს. 

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1990.-გვ.9; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია:  georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 654

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1985 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1949 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: