The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დალი მაცაბერიძე

ოფიციალური სახელი:დეზდემონა მაცაბერიძე
დაბადების თარიღი:12 თებერვალი, 1930  (95 წლის)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1954 წელს.

1954-1959წწ. მუშაობდა მარჯანიშვილის თეატრში. 1963 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ჟუჟუნა (ო. იოსელიანის "სანამ ურემი გადაბრუნდება"), წოვინარი (ნ. აზიანის "უკანასკნელი მასკარადი"), კაკალა (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), სალომე (ლ. ქიაჩელის "გვადი ბიგვა"), პონსია (ფ. გარსია ლორკას "ბერნარდა ალბას სახლი"), ციცო (ო. მამფორიას "მეტეხის ჩრდილში"), ნათლიდედა (ლ. ტოლსტოის "მეუფება წყვდიადისა"), სტუმარი (ბ. ბრენტის "კავკასიური ცარცის წრე") და სხვა.

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1990.-გვ.9

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1981 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: