The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ილია გუჯაბიძე

დაბადების თარიღი:1888
გარდაცვ. თარიღი:1976  (88 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

სიმღერან ბავშვობიდან უყვარდა; ოჯახში ყველ მღეროდა; ახალგაზრდობის წლებში ხშირი ურთიერთობა ჰქონდა სამუელ ჩავლეიშვილთან, ვარლამ სიმონიშვილთან, დოლიძეეებთან, კალანდაძეებთან, რომლებთანაც ხშირად მღეროდა; გალობა და ნოტები გაბრიელ სარჯველაძისგან ისწავლა; 1915 წელს ბათუმში, ნინოობაზე, ვარლამ სიმონიშვილმა კონცერტში მიაღებინა მონაწილეობა; 1927 წელს მას ესტუმრა ცნობილი ლოტბარი ავქსენტი მეგრელიძე, რომლის ავტორიტეტი გამოიყენა მომღერალთა გუნდის ჩამოსაყალიბებლად; თავი მოუყარა სოფლის ენთუზიასტებს, სამოცამდე ქალ-ვაჟ მომღერალ-მეჩონგურეს და მათ სათავეში ავქსენტი მეგრელიძე ჩაუყენა; მეორე რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე ლანჩხუთის რაიონი ამ ანსამბლით წარდგა; მსმენელები მოიხიბლნენ საჩონგურო სიმღერების მასობრივი შესრულებით; 1929 წელს თბილისის პრესამ აღტაცება გამოთქვა; 1936 წელს ავქსენტი მეგრელიძის მეშვეობით ილია გუჯაბიძე ზემო ავჭალის უპატრონო ბავშვთა კოლონიის მეჩონგურეთა ანსამბლის ხელმძღვანელად დაინიშნა; მომდევნო წელს კი იგი ნატანებში გადავიდა; პარალელურად იყო ბათუმში აჭარის მუსიკალურ სასწავლებლში ჩონგურის კლასის მასწავლებელი და პედსასწავლებელში აჭარელ ქალ-მეჩონგურეთა ანსამბლის ხლმძღვანელი; შეადგინა ტრიო ვენერა და კლარა სამსონაძეების მონაწილეობით, ტრიო ხშირად მართავდა უფასო კონცერტებს, რადიოშიც გამოდიოდა; ხალხური შემოქმედების სახლი დაინტერესდა ამ ტრიოს სიმღერებით და კომპოზიტორმა გრიგოლ კოკელაძემ გადაიღო ზოგი სიმღერა; მისი ხელმძღვანელობით მრავალი ახალგაზრდა აღიზარდა; ათამდე საჩონგურო სიმღერა დაამუშავა; მიღებული აქვს მრავალი სიგელი და ქების ფურცელი; ლოტბარი.

წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ. 83


გააზიარე: