The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გენო ქელბაქიანი

Date of birth:15 February, 1910
Date of death:1974  (at 63 years)
Category:Playwright, Writer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

1930-1935წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე.

1927 წლიდან ეწეოდა ლიტერატურულ მოღვაწეობას. პერიოდულ გამოცემებში ბეჭდავდა ნარკვევებს, ფელეტონებს, იუმორისტულ მოთხრობებს. 1942 წლიდან მუშაობდა დრამატურგიაში. მის მიერ დაწერილი პიესებიდან აღსანიშნავია: "შესანიშნავი ექიმი", "საქმის კაცი", "მატარებელი მოვიდა", "პატივცემული მასწავლებელი", "სევდიანი რომანი", "შესაფერი ჯილდო", "გამოცდები", "დაგვიანებული სინანული", "თქმულება დიად მეგობრობაზე", "გურამის შეცდომა", "ჩვენი პირადი საქმე", "ახალგაზრდა მასწავლებელი", "სიჭაბუკე ბელადისა", "განა ეს სიყვარულია?", "ჩვენი პირადი საქმე", "ხმა გულისა". 1955 წელს მოსკოვის ა. პუშკინის სახელობის თეატრში დაიდგა მისი პიესა "ახალგაზრდა მასწავლებელი". მისი პიესები წარმატებით იდგმებოდა თბილისსა და რესპუბლიკის წამყვან თეატრებში.

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1990.-გვ.10

Bibliography


Share: