Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მინა ვაინბლატი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. კიევი, უკრაინა. 1917-1952 წლებში სწავლობდა კიევის სახელმწიფო კონსერვატორიაში ვიოლინოსა და ფორტეპიანოს განხრით. 1952-1954 წლებში მუშაობდა კისლოვოდსკის სახელმწიფო ფილარმონიის სიმფონიურ ორკესტრში, ხოლო 1955-1960 წლებში იყო თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრის მსახიობი. 1960-1965 წლებში უკრავდა ლვოვის ი. ფრანკოს სახელობის და სარატოვის ნ. ჩერნიშევსკის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრებსა და ყაბარდო-ბალყარეთის სახელმწიფო ფილარმონიის ორკესტრებში. 1965-1966 წლებში მუშაობდა სარატოვის ფილარმონიის სიმფონიურ ორკესტრში. 1966-1976 წლებში თბილისის მე-2 სამუსიკო სასწავლებელში მუშაობდა პედაგოგად(ვიოლინოსა და კამერული ანსამბლის კლასები). 1968 წელს კვლავ იწყებს მუშაობას თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ორკესტრის მსახიობად, ხოლო 1972 წლიდან იყო ორკესტრის პირველი კონცერტმაისტერი. მინა ვაინბლატის საშემსრულებლო ხელოვნება გამოირჩეოდა მაღალი პროფესიული კულტურით. იგი წლების მანძილზე ასრულებდა ყველა საორკესტრო პარტიებს საბალეტო და საოპერო სპექტაკლებში. 1975 წელს მინა ვაინბლატი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასათან ერთად საგასტროლოდ იმყოფებოდა იაპონიაში. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1989. -გვ.69 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |