The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ დიხამინჯია

ოთარ დიხამინჯია
დაბადების თარიღი:15 სექტემბერი, 1911
გარდაცვ. თარიღი:9 ნოემბერი, 1997  (86 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მომღერალი, ფოლკლორისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1935 წელს(სამკურნალო).

ჯერ კიდევ მოსწავლეობის დროს ჩაირიცხა სოხუმის კავშირების სახლის მომღერალთა გუნდის სოლისტად, თან სკოლის მომღერალთა გუნდს ხელმძღვანელობდა; ინსტიტუტში სწავლის პირველი სამი წლის განმავლობაში მომღერალთა გუნდსა და ვოკალურ ჯგუფებს ხელმღვანელობდა; 1933 წელს ჩაირიცხა პოლიკარპე ფალიაშვილის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბებულ კონსერვატორიაში შემსვლელთა კურსებზე, სადაც მცირე ხანს იმეცადინა, რადგან რაიონში გაგზავნეს ექიმად; მღეროდა მიხეილ კავსაძის გუნდში და თან სხვადასხვა რაიონებში მომღერალთა გუნდებსა და ვოკალურ ჯგუფებს აყალიბებდა; 1948 წლიდან იყო ბანძაში; მკურნალობდა ავადმყოფებს და თან საყვარელ საქმეს - სიმღერას არ ივიწყებდა; ბანძის კლუბში ჩამოაყალიბა მომღერალთა გუნდი, რომელიც წარმატებით გამოდიოდა სარაიონო, ზონალურ და რესპუბლიკურ დათვალიერებებზე, რადიოთი ხშირად გაისმოდა ამ გუნდის შესრულებით ჩაწერილი სიმღერები; 1953 წელს სხვა ლოტბარებთან ერთად საგუნდო-სადირიჟორო კურსები გაიარა; გეგეჭკორის რაიონის პიონერთა და მოსწავლეთა სარაიონო სახლის მომღერალთა გუნდსაც დიდ ყურადღებას უთმობდა; 1957 წელს გეგეჭკორის რაიონის სიმღერისა და ცეკვის ახალგაზრდულ ანსამბლს ახალგაზრდობის რესპუბლიკურ ფესტივალზე მეორე ხარისხის დიპლომი მოაპოვებინა; თვითმოქმედ კომპოზიტორს მრავალი სიმღერა აქვს შეთხზული, მისი სიმღერებია: "მერცხალი", "გახსოვს, მერი", "ჩემთან მოდი", "გაზაფხული", "ბულბული", "ჩემო ქვეყანავ", "ვუმღერით თბილისს", "პიონერული სიმღერა", "საკოლმეურნეო სიმღერა"; მათ წარმატებით ასრულებდნენ ხალხურ საკრავთა ორკესტრები, ვოკალური ტრიოები, კვარტეტები, ოპერის სოლისტები; ცალკე არის გამოცემული "მერცხალი" და "გახსოვს, მერი", ხოლო ზოგი სიმღერა სასკოლო სწავლების პროგრამაშია შეტანილი; ლოტბარი.

წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ. 85



გააზიარე: