შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დამიანე ჯიჭონაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ორულში, ზუგდიდის რაიონი. დაამთავრა სოფელ დიდი ნეძის საშუალო სკოლა 1928 წელს. 1929-1932წწ. მუშაობდა საქართველოს ალკკ ზუგდიდის რაიკომში სააღრიცხვო სექტორის გამგედ. 1932-1933წწ. იმავე თანამდებობაზე საქართველოს კპ. (ბ) ზუგდიდის რაიკომში. 1933-1938წწ. სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში ფერწერის ფაკულტეტზე. 1938 წელს მუშაობდა ზუგდიდის თეატრში დამდგმელ მხატვრად. მის მიერ გაფორმებული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია ავ. ქურდიანის "ქარიშხლის მოლოდინში", პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება", "ყვარყვარე თუთაბერი", ავქ. ცაგარელის "რაც გინახავს ვეღარ ნახავ", "ციმბირელი", ვ. კარასევის "შუქურა", ა. კორნეიჩუკის "პლატონ კრეჩეტი", შ. დადიანის "გეგეჭკორი", "ნაპერწკლიდან", დ. ჭონქაძის "სურამის ციხე", აკ. წერეთლის "პატარა კახი", "ბაში-აჩუკი", გ. გაბუნიას "არსენა", "მზის ამოსვლის წინ", ს. კლდიაშვილის "გმირთა თაობა", დ. ერისთავის ''სამშობლო'', ვ. კატაევის ''დასვენების დღე'', ვ. გუნიას ''და-ძმა'', ი. მოსაშვილის ''სადგურის უფროსი'', "ჩაძირული ქვები", გ. შატბერაშვილის "რკინის პერანგი", "ფიქრის გორა", გ. ქელბაქიანის "გამოცდები", "თქმულება დიად მეგობრობაზე", "ჩემი პირადი საქმე", ა. ოდიშარიას "სიცოცხლის ტყე", ვ. პატარაიას "უჩა უჩარდია", "სანაპიროზე", ო. ვასილევის "ამ ქვეყნის სამოთხე", დ. თაქთაქიშვილის "უკანასკნელი ნიღაბი", ს. შანშიაშვილის "ხევისბერი გოჩა", ა. სუმბათაშვილის "ღალატი", შ. ჯაფარიძის "მძახლები", გ. ერისთავის "გაყრა", ვ. დარასელის "კიკვიძე" ვ. გაბისკირიას "ქეთევან წამებული", ფ. შილერის "ვერაგობა და სიყვარული", კ. ბუაჩიძის "მკაცრი ქალიშვილები" და სხვა. მისი ესკიზები გულისხმობდნენ სცენური გარემოს შექმნის ოპტიმალურ ვარიანტს, იოლი, უბრალო გამომსახველი საშუალებებით დიდი თეატრალური ეფექტიანობის მიღწევას. მისი შემოქმედება გამოირჩევა პიესის ჟანრის და ეპოქის გადმოცემის გამახვილებული შეგრძნებით. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1990.-გვ.10 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |