The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ქსენია ცხაკაია

ქსენია ცხაკაია
Date of birth:28 September, 1900
Date of death:17 June, 1982  (at 81 years)
Burial location:ვაკის სასაფლაო, თბილისი
Category:Biologist, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი პლასტუნკა, რუსეთის იმპერიის შავიზღვისპირეთის გუბერნია (ახლანდელი ქ. სოჭის ხოსტის რაიონი).

ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ივანე ჯავახიშვილის განკარგულებით ჩაირიცხა აგრონომიულ ფაკულტეტზე (1921) (ერთ-ერთი ცნობით, იგი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი სტუდბილეთის მფლობელი); 1922 წელს, მეორეკურსელი სტუდენტი გადაიყვანეს საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის მცენარეთა ფიზიოლოგიისა და ანატომიის კათედრაზე, პრეპარატორად და სრულიად ახალგაზრდას დაევალა სტუდენტთა ჯგუფისთვის ქართულ ენაზე პრაქტიკუმების ჩატარება მცენარეთა ფიზიოლოგიაში.

1927 წელს დაინიშნა საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის მცენარეთა ფიზიოლოგიისა და ანატომიის კათედრის უფროს ასისტენტად; ასევე, 1928 წელს - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედსაბჭოში მცენარეთა ანატომიისა და ფიზიოლოგიის კათედრის წარმომადგენლად; 1929 წლიდან ლექციებს კითხულობდა აგრონომიულ ფაკულტეტზე; 1930 წლიდან - საკავშირო სუბტროპიკულ და ამიერკავკასიის სატყეო ინსტიტუტებში; 1931 წელს მიენიჭა დოცენტის სამეცნიერო წოდება; 1935 წელს დისერტაციის დაუცველად მიენიჭა მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი (1935); 1936 წელს მიიწვიეს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ბოტანიკის კათედრის გამგედ; 1938-1951წწ. იყო მის მიერვე დაარსებული მცენარეთა ანატომიისა და ფიზიოლოგიის კათედრის გამგე; 1938-1982წწ. დაინიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მცენარეთა ანატომიისა და ფიზიოლოგიის კათედრის გამგედ; ხელმძღვანელობდა სტუდენტთა სამეცნიერო წრეების მუშაობას; დიდი ღვაწლი დასდო ქართულ ენაზე სახელმძღვანელოების შექმნა-გამოცემას; ქართულ ენაზე პირველად გამოვიდა მისი სახელმძღვანელო "მცენარეთა ანატომია" (ქ. ცხაკაია, მირიანაშვილი, 1957), რომელმაც უნივერსიტეტის პრემია დაიმსახურა; მისი ხელმძღვანელობით შესრულებულია კათედრის თანამშრომლებისა და სხვა უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენელთა ათეულობით საკანდიდატო დისერტაცია; ხშირად უწევდა კონსულტაციებს სადოქტორო დისერტაციების ავტორებსაც. პედაგოგიურ მუშაობასთან ერთად, დიდ დროს უთმობდა სამეცნიერო-კვლევით მუშაობას. გამოქვეყნებული აქვს 60-ზე მეტი სამეცნიერო სტატია; მისი ძირითადი ნაშრომები ეხება მცენარეთა ანატომიის, ფიზიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის საკითხებს; დიდი წვლილი მიუძღვის სასოფლო-სამეურნეო კულტურების შესწავლაში, რამაც გამოყენება ჰპოვა პრაქტიკული საკითხების გარკვევაში; აღსანიშნავია მისი მუშაობა ვაზის ფესვთა სისტემის ანატომიაზე, რომელიც ფილოქსერაგამძლეობასთანაა დაკავშირებული, ისინი საფუძვლად დაედო ფილოქსერაგამძლე ვაზის ჯიშების გამოყვანას; აღსანიშნავია მისი ძიებანი ერთლებნიანი მცენარეების (ხორბალი, სიმინდი) ღეროში კამბიუმის მოქმედებისა და ღეროს გამსხვილების შესახებ; მცენარეთა შინაგანი სტრუქტურის შესწავლის საფუძველზე, მის კვლევას გარკვეულობა შეაქვს ერთლებნიანთა ფილოგენეზის სადავო საკითხებში; იგი მრავალმხრივ საზოგადოებრივებრივ საქმიანობასაც ეწეოდა; გამოდიოდა სამეცნიერო-პოპულარული მოხსენებებით, ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის "ცოდნის" პირველად ორგანიზაციას; დაჯილდოებული მრავალი ჯილდოთი. გამოჩენილი ქართველი პედაგოგი და მეცნიერი, მცენარეთა ფიზიოლოგი, მცენარეთა ფიზიოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მცენარეთა ანატომიისა და ფიზიოლოგიის კათედრის გამგე (1938-1982), პროფესორი (1962). 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 11.-თბ., 1987.-გვ.247; საქართველოს პირველი ბოტანიკოს-ანატომები  = The first botanist-anatomists of Georgia/ინფორმაცია დაამუშავა ნანა (ევა) ჩხუბიანიშვილმა, რედაქტორი შალვა სიხარულიძე.-თბ., 2016.-გვ.37-41

Member of Organizations

  • თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ხარისხების მიმნიჭებელი სპეციალური საბჭო, წევრი
  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ხარისხების მიმნიჭებელი სპეციალური საბჭო, წევრი
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხების მიმნიჭებელი სპეციალური საბჭო, წევრი
  • საქართველოს ბოტანიკური საზოგადოების მცენარეთა ანატომიისა და ფიზიოლოგიის სექცია, თავმჯდომარე
  • საქართველოს ბოტანიკური საზოგადოების პრეზიდიუმი, წევრი
  • საქართველოს უმაღლესი და სპეცგანათლების სამინისტროს სამეცნიერო-ტექნიკური საბჭოს ბოტანიკური სექცია, თავმჯდომარე

Awards and Honors

  • 1965 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი
  • ლენინის ორდენი

Bibliography


Share: