შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი ბერიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი არქიტექტურის სპეციალობით 1954 წელს. 1955-1966წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "სახვაჭრობპროექტში" არქიტექტორის, უფროსი არქიტექტორის, პროექტების მთავარი არქიტექტორის თანამდებობაზე, სადაც მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით დაპროექტდა და აშენდა სპორტული მაღაზია რუსთავში (რეკონსტრუქცია), კვებისა და ვაჭრობის ობიექტები ქუთაისში, ზუგდიდში, ბორჯომში; 1966 წლიდან იყო საქართველოს ტურიზმის საბჭოში ტექზედამხედველთა ჯგუფის ხელმძღვანელი; 1969 წელს დაბრუნდა საპროექტო ინსტიტუტ "სახვაჭრობპროექტში" ტიპური პროექტირების განყოფილების უფროსისა და პროექტების მთავარი არქიტექტორის თანამდებობაზე; 1984 წლიდან მინისტრთა საბჭოს მთავარი სამეურნეო სამმართველოს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო ბიუროში იყო, ჯერ მთავარი ინჟინერი, ხოლო 1993 წლიდან გარდაცვალებამდე - დირექტორი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.82
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |