შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეიმურაზ ბერიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1972 წელს. მუშაობდა სხვადასხვა საპროექტო ინსტიტუტებში; არის საპატრიარქოს ხუროთმოძრვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის თანამშრომელი; დაპროექტებული აქვს: თბილისის წმ. ლაზარეს ეკლესია, წმ. ანდრია პირველწოდებულის სამონასტრო კომპლექსი, წმ. მეფე ვახტანგ გორგასლისა და მთაწმინდაზე ივერიის ღვთიშობლის ხატის ეკლესიები, ღირსი მამა ლუკიანეს სამლოცველო, მარტყოფის დედათა მონასტრის წმ. გიორგის ეკლესია, სოფელ ბიწმენდის უფლის ამაღლების სამონასტრო კომპლექსი, ბოდბეში, წმ. ნინოს წყაროზე, ტაძარი და მცირე სამონასტრო კომპლექსი, დავით გარეჯელის ლავრაში ღირსი მამა დავითისა და ღირსი მამა დოდოს საფლავები, მარტყოფში ღირსი მამა ანტონ მარტყოფელის საფლავი (ნ. დადიანისა და ქ. აბაშიძესთან ერთად), ბოდბეში წმ. ნინოს საფლავი, თბილისის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის სამკვეთლო და სატრაპეზო; მონაწილეობდა წმ. ანდრია პირველწოდებულის გზის აღდგენაში; 2006-2008წწ. დააპროექტა: საქართველოს საპატრიარქოს ღვთისმშობლის ხარების ტაძარი და დედათა მონასტერი, მცხეთის სვეტიცხოვლის დიდი ტრაპეზი, წმ. ელია წინასწარმეტყველის ხალენის მცირე ეკლესია, ამ ეკლესიისა და უფლის აღდგომის ტაძრის ტრაპეზები, ქუთაისის წმ. ელია წინასწარმეტყველის ტაძარი და მონასტერი, ქ. ყვარლის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია და მონასტერი, მცხეთის წმ. გიორგის ტაძარი, საფარის ეკლესიის ტრაპეზი და ღირსი მამა იოანე ზედაზნელის საფლავი ზედაზნის მონასტერში (ნ. დადიანთან ერთად). წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.82-83 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |