შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვარლამ ძიძიგური![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მათხოჯი, ახლანდელი ხონის რაიონი. დაამთავრა ხონის საოსტატო სემინარია 1909 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი 1923 წელს. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. ავტორია ქართული ენის სასკოლო მეთოდური სახელმძღვანელოებისა. მის მიერ ა. გვახარიასთან ერთად შედგენილი "დედაენა" 18-ჯერ გამოიცა (1926- 1943). თანამშრომლობდა ქართულ და რუსულ ჟურნალ-გაზეთებში, სადაც სისტემატურად იბეჭდებოდა მისი წერილები, კორესპონდენციები, რეცენზიები, ლექსები. 1959 წელს მათხოჯის საშუალო სკოლას მიენიჭა ვარლამ ძიძიგურის სახელი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.278; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.139 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |