The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზაურ ბერუაშვილი

ზაურ ბერუაშვილი
Date of birth:2 January, 1945  (80 years)
Category:Architect

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი 1969 წელს.

1967-1987წწ. მუშაობდა თბილისის ზონალურ სამეცნიერო კვლევით ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტში არქიტექტორად, პროექტის მთავარ არქიტექტორად; 1987 წელს გადავიდა საწარმოო-სამშენებლო გაერთიანება "საქმონოლითმშენში" მთავარ არქიტექტორად; მისი ძალისხმევით 1988 წელს ჩამოყალიბდა სამეცნიერო საპროექტო-ტექნოლოგიური ცენტრი, სადაც ინდუსტრიული და უნიფიცირებული ქარგილების გამოყენებით, მონოლითურ რკინაბეტონში დამუშავდა და აშენდა ახალი ტიპის მრავალი შენობა-ნაგებობა; მისი ავტორობით შეიქმნა და განხორციელდა (თბილისში, ესენტუკში, სოჭსა და გელენჯიკში) ხუთ და ცხრასართულიანი მონოლითური საცხოვრებელი სახლების ტიპური პროექტები; იგი ასევე, ავტორია განმეორებით გამოყენებადი თექსვმეტსართულიანი მონოლითური საცხოვრებელი სახლებისა (ტიპი - "მონოლითი -1", "მონოლითი - 2", "მონოლითი - 3", "მონოლითი - 4"), რომლებიც საფუძვლად დაედო საქართველოში მონოლითური ინდუსტრიული ბინათმშენებლობის განვითარებას; 1984 წლიდან თექვსმეტსართულიანი სახლების პროექტები თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, აგრეთვე - გომელსა და ჩიტაში განხორციელდა; სს "მონოლითმშენის" მთავარი არქიტექტორი და სამეცნიერო საპროექტო-ტექნოლოგიური ცენტრის დირექტორია; ინდუსტრიული მათოდებით მონოლითური ბინათმშენებლობის დამამკვიდრებელია საქართველოში, ასევე, ავარიული შენობა-ნაგებობების გამაგრება-გაძლიერების ახალი მეთოდის დამნერგავი თბილისში; მისი ხელმძრვანელობით 1995-2000წწ. სს "მონოლითმშენის" სამეცნიერო საპროექტო-ტექნოლოგიურ ცენტრში, დამუშავდა ავარიული შენობების გამაგრება-გაძლიერების პროექტები (თექვსმეტსართულიანი კარკასულ-პანელური 90-ბინიანი სახლი გოთუას ქ. N20-ში); არის მრავალი რაციონალიზატორული წინადადების ავტორი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.85


Share: