შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ ბერუჩაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1960 წელს. 1960 წელს დაიწყო შრომითი საქმიანობა სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "ამიერკავკასტრანსმშენში"; იყო მშენებელი ოსტატი, სამუშაოთა მწარმოებელი, სამმართველოს უფროსის მოადგილე; 1974-1978წწ. მივლინებული იყო თურქეთში ისკანდერუმის მეტალურგიული კომბინატის მშენებლობაზე; 1978-1980წწ. კვლავ მუშაობდა ტრესტ "ამიერკავკასტრანსმშენში" მთავარ ტექნოლოგად; 1980-1990წწ. იყო საქართველოს მინისტრთა საბჭოს უფროსი რეფერენტი და კურირებდა ყველა სახეობის სატრანსპორტო ობიექტების მშენებლობას; 1990 წელს დაინიშნა სს "ტრანსმშენის" გენერალური დირექტორის მოადგილედ; მისი უშუალო ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით აშენდა თბილისის ელმავალმშენებელი ქარხანა, "მარაბდა-ახალქალაქის" რკინიგზა, თბილისის რკინიგზის ვაგზალი, სამრეწველო, საქალაქო და სოციალურ-კულტურული დანიშნულების არაერთი ობიექტი; განხორციელდა საქართველოს საქართველოს სამხედრო გზის რეკონსტრუქცია. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.86; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.288 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |