The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გურამ ბზიავა

გურამ ბზიავა
Date of birth:1932
Date of death:1994  (at 62 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი საავტომობილო გზების მშენებლის სპეციალობით 1956 წელს.

1956 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს სისტემაში დასავლეთ საქართველოს საავტომობილო გზების უბანზე ოსტატად, უბნის უფროსად; 1962 წლიდან მუშაობა გააგრძელა საპროექტო ინსტიტუტ "საქგზახპროექტში" განყოფილების გამგედ, მთავარი ინჟინრის მოადგილედ და მთავარ ინჟინრად; მისი ხელმძღვანელობით წლების განმავლობაში პროექტირდება რესპუბლიკისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საავტომობილო გზები და მასზე არსებული ხელოვნური ნაგებობები, ასევე რესპუბლიკის საზღვრებს გარეთ მშენებარე ობიექტები. კერძოდ: შუა აზიის ქვეყნებში, ავღანეთსა და ალჟირში, სადაც არაერთხელ იქნა მივლინებული, როგორც პროფესოინალი მეგზევე-დამპროექტებელი და ახალი საწარმოო მეთოდების განმახორციელებელი სპეციალისტი; არაერთგზის იყო დაჯილდოებული სახელმწიფო ჯილდოთი და საპატიო სიგელით, როგორც საქართველოს, ასევე საზღვარგარეთის ქვეყნების.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.87

Awards and Honors

  • საპატიო მეგზევე
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: