შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან ბიბილეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1971 წელს. 1971-1985წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N13 სამშენებლო ტრესტის N4 სამშენბლო სამმართველოს სამუშაოთა მწარმოებლად, სამმართველოს უფროსად; 1985-1986წწ. იყო ტრესტ "მშენინდუსტრიის" მთავარი ინჟინერი; 1986-1991წწ. მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N6 სამშენებლო ტრესტის მთავარ ინჟინრად; 1991 წელს დაინიშნა სამშენებლო გაერთიანება "აგრომშენის" N4 სარემონტო-სამშენებლო ტრესტის მმართველად; 2004 წლიდან, ტრესტის შპს "ივერიამშენ-2"-ად გარდაქმნის შემდეგ, მისი გენერალური დირექტორია; უშუალოდ მონაწილეობდა სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო და სამოქალაქო დანიშნულების არაერთიობიექტის, მათ შორის - საქართველოს პრეზიდენტის კანცელარიის (ყოფილი საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის) შენობის და სხვათა მშენებლობაში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.87-88; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.95 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |