შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ წერეთელი![]()
ბიოგრაფიასწავლობდა მოსკოვის ა. ადაშევის დრამატულ კურსებზე. 1916-1928 წლებში იყო მოსკოვის კამერული თეატრის მსახიობი. აქ შეასრულა როლები: რომეო (შექსპირის "რომეო და ჯულიეტა"), იპოლიტი (რასინის "ფედრა") და სხვა. შემდეგ რეჟისორად მუშაობდა მოსკოვის (ოპერეტის თეატრი, დიდი თეატრი) და პერიფერიების (კალინინის, მოგილიოვის, კოსტრომის) თეატრებში. გამოირჩეოდა შესანიშნავი გარეგნობითა და მუსიკალობით. 1915 წლიდან იღებდნენ კინოში. შესრულებული აქვს როლები: სერიოჟკა ("ელენა პავლოვნა და სერიოჟკა"), ანტეკი ("სიკვდილზე ძლიერი", ორივე 1915 წელს), კომპოზიტორი ალანოვი ("მწვანე ობობა"), მარკ რუდნეცკი ("ცხოვრების ჭადრაკი", ორივე 1916 წელს), ინჟინერი ლოსი და სპირიდონოვი ("აელიტა", 1924) და სხვა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.308; http://ru.wikipedia.org/wiki/Церетелли,_Николай_Михайлович; http://www.kino-teatr.com/kino/acter/sov/18781/foto/131047/
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |