The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პავლე წერეთელი

პავლე წერეთელი
დაბადების თარიღი:25 ივნისი, 1927
გარდაცვ. თარიღი:1 ივნისი, 2024  (96 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მერჯევი, საჩხერის რაიონი.

დაამთავრა თბილისის მეტალურგიული ტექნიკური სასწავლებელი ლითონთა წნევით დამუშავების სპეციალობით 1950 წელს, ხოლო 1967 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის იგივე ფაკულტეტი.

1951-1953 წლებში მუშაობდა რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მილგასაგლინავ საამქროში ოსტატად, ცვლის უფროსად, დგან ''400''-ის უფროს ოსტატად. 1957 წლიდან იგი იყო მილგასაგლინავი საამქროს უფროსი, 1970 წლიდან - რუსთავის მეტალურგიულ ქარხანის მთავარი ინჟინრის მოადგილე,  1996 წლიდან კი - ქარხნის გენერალური დირექტორის მოადგილეა. მეტალურგი, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი.  

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 11.-თბ., 1987.-გვ.308; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.117

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1956-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2002 - ღირსების ორდენი
  • 1998 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    1996-1997 წლებში შესრულებული სამუშაოსათვის: "426 მმ-იანი დიამეტრის უნაკერო მილების გლინვის ტექნოლოგიის შემუშავება და წარმოებაში დანერგვა"
  • 1983 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • 1966 - ლენინის ორდენი
  • 1962 - ლენინური პრემია (ერთობლივი გამარჯვება)
    რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მილსაგლინავი აგრეგატის "400"-ის ავტომატიზაციისა და მექანიზაციისთვის
  • 1958 - საპატიო ნიშნის ორდენი

გააზიარე: