The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ავენტინა ბიუსი

ავენტინა ბიუსი
Legal name:ავენტინა ბეშჩევა
Date of birth:5 July, 1925
Date of death:2011  (at 85 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი კურტა, იაროსლავის ოლქი (რუსეთის ფედერაცია).

დაამთავრა ლენინგრადის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი 1948 წელს და ამავე ინსტიტუტის ასპირანტურა 1950 წელს.

1948-1953წწ. მუშაობდა ლენინგრადის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტში ჰიგრავლიკისა და უმაღლესი მათემატიკის კათედრაზე; 1953-1958წწ. თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის ჰიდროტექნიკური ნაგებობების კათედრაზე ასისტენტად; 1958 წლიდან კი საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდრავლიკისა და თეორიული მექანიკის კათედრებზე ასისტენტად, ხოლო 1964 წლიდან დოცენტის თანამდებობა ეკავა; ახორციელებდა სამეცნიერო კვლევებს გამოყენებითი ჰიდრავლიკის დარგში; იგი მონაწილეობდა, როგორც რესპუბლიკურ, ისე საკავშირო და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, ხელმღვანელობდა სტუდენტთა სამეცნიერო საქმიანობას. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1951 წელს). 46 სამეცნიერო შრომის ავტორი და თანაავტორი. მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.90; ცნობილი და უცნობი პოლიტექნიკოსები / დავით გურგენიძე.- თბ.,2020.- გვ. 164-165

Awards and Honors

  • მედალი "შრომითი წარჩინებისთვის"
  • საქართველოს უმაღლესი სკოლის დამსახურებული მუშაკი

Share: