The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლემურა ჯაყელი

Date of birth:1 March, 1940  (85 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1963 წელს.

იმავე წლიდან მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის მსახიობია. განასახიერა მრავალი საპასუხისმგებლო როლი.  მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: მოტია (ვ. კატაევის "თეთრად ფრიალებს აფრა ეული") მაია (ალ. ჩხაიძის "როცა მთავრდება ბავშობა"), ელა (ა. ნეგოს "ციხე-სიმაგრის საიდუმლოება"), ხუთშაბათი (ლ. უსტინოვის "ფიფქია და შვიდი ჯუჯა"), მოსწავლე (დ. თაქთაქიშვილის "ნევის შევარდენი"), ოლგა (ნ. პოგოდინის "ნუ გეჩქარებათ სიცილი"), მაშა (ვ. აქსიონოვის, ი. სტაბოვიოს "კოლეგები"), პეტია ნეჩიტაილო (ა. ხმელიკის "ჯართი"), ვახუშტი (გ. ნახუცრიშვილის "ნაცარქექია"), მართა (ვ. დარასელის "კიკვიძე"), ავგუსტა (ა. თაბორიძის "დაკარგული დრო"), ავთო (ვ. იაქაშვილის "ციხის ხევის საიდუმლოება"), კაროჟნა, ეკატერინე (დ. კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირი", "ქამუშაძის გაჭირვება"), ზოია რუხაძე (რ. ებრალიძის "მე გაზაფხულზე მომკლეს"), ბაცა (ქ. ჭილაშვილის "აცა-ბაცა"), რიტა (გ. როშაძის "თეა და თემო"), გულქანა (ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი"), ტკაჩოვა (ს. სალავეიჩიკის "ლუნევი"), გადია (ი. გოგებაშვილის "იავნანამ რა ჰქმნა?!"), დედა (ბ. ბრეხტის "სიმონა მაშარის სიზმრები"), სოფია პეტროვნა (ბ. ლავრენიოვის "რღვევა"), მაშო (ნ. დუმბაძის, გ. ლორთქიფანიძის "მე ვხედავ მზეს"), როდამი (მ. ჯაფარიძის "ჩვენებურები"), რებეკა (ნ. დუმბაძის "კუკაჩარა"), მერი (ი. სამსონაძის "ბედნიერი ბილეთი") და სხვა. 

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1990.-გვ.14

Awards and Honors

  • 1979 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: