The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ანდრო კობალაძე

ანდრო კობალაძე
Date of birth:15 March, 1920
Date of death:1984  (at 63 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ფერეთი, ვანის რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის პირველი საშუალო სკოლა 1937 წელს, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1941 წელს.

სწავლობდა სამხატვრო სტუდიაში. წლების მანძილზე მოღვაწეობდა რუსთაველის (1938-1941, 1945-1948), ქუთაისის (1941-1945), თეატრებში. 1948 წლიდან გარდაცვალებამდე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი იყო. მის მიერ სხვადასხვა თეატრებში შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: სტალინი (შ. დადიანის "ნაპერწკლიდან", ნ. პოგოდინის "თოფიანი კაცი", გრ. ბერძენიშვილის "დაჭრილი არწივი"), ერეკლე, საბა ბერი (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), ნეზნამოვი (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი") კოტე, ზაქარია (ა. ცაგარლის "ხანუმა"). დუდნიკოვი (ვ. დარასელის "კიკვიძე"), სევასტი, მეფე (პ. კიკაბიძის "ყვარყვარე თუთაბერი", "კახაბერის ხმალი"), ბატონიშვილი თევდორე (კ. სოლოვიოვის "დიდი ხელმწიფე"), ბენვილიო, საფრანგეთის მეფე, კეისარ პრინცი ორსინო, ჰერცოგი (უ. შექსპირის "რომეო და ჯულიეტა", "მეფე ლირი", "ანტონიოს და კლეოპატრა", "მეთორმეტე ღამე"), ლაბინსკი (ბ. ლავრენიოვის "მეზღვაურები"), ანდრო ვაშაძე (ი. მოსაშვილის "მისი ვარსკვლავი"), თეიმურაზ ბატონიშვილი (ალ. ყაზბეგის "ქეთევან დედოფალი"), ბარათაშვილი (ნ. შიუკაშვილის "სულელი"), ოთარი (გ. მდივნის "ბატალიონი მიდის დასავლეთისაკენ"), თენგიზი (კ. ბუაჩიძის "მკაცრი ქალიშვილები"), მურთაზი (ს. კლდიაშვილის "ნაირმალი"), არჩილი (კ. კალაძის "ერთი ღამის კომედია"), შოთა კევლიშვილი (მ. ბარათაშვილის "მარინე"), სიკო (ნ. ნაკაშიძის "ვინ არის დამნაშავე?"), გასტონი (ა. დიუმას "მარგარიტა გოტიე"), ზურაბ შევარდნაძე (რ. ებრალიძის "ნანა"), აბელ ტალიაშვილი (ვ. გაბესკირიას "ახალწლის ღამე"), გოჩა მინდელი (მ. მრევლიშვილის "ზვავი"), სამსონი (ჯ. ქარჩხაძის დევიძების ოჯახი"), ეგოსი (ევრიპიდეს "მედეა"), კვინდო ბარეცი (ედუარდი დე ფილიპოს "კომედიის ხელოვნება"), იოსები (გ. ხუხაშვილის "მოსამართლე"), თავზიშვილი (გ. ფანჯიკიძის "თვალი პატიოსანი") და სხვა. აღსანიშნავია მისი მოღვაწეობა საკავშირო კინემატოგრაფიაში, სადაც არაერთ ფილმში განასახიერა სტალინი. ესენია: "იაკობ სვერდლოვი", "სიმართლე", "პირადად ცნობილია", "ოქტომბრის დღეები", "დილა", "ერთ პლანეტაზე", "მარადისობის გზები", "ცეცხლის მოთვინიერება", "გაზაფხულის 17 გაელვება" და სხვა. გადაღებულია აგრეთვე ფილმებში: "პოეტის აკვანი" (სტუდენტი). "ქეთო და კოტე" (კოტეს მეგობარი), "ვარსკვლავები ქრებიან" (ს. ორჯონიკიძე) "დიდოსტატის მარჯვენა"(მსახურთუხუცესი) და სხვა. 

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1990.-გვ.17; www.kinosozvezdie.ruსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 94

Awards and Honors

  • 1958 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: