Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ბიჭაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი გლოლა, ონის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი საგზაო სამშენებლო მანქაქნებისა და მოწყობილობების სპეციალობით 1974 წელს. 1972-1974წწ. გაიარა სავალდებულო სამხედრო სამსახური საბჭოთა არმიის რიგებში; 1969 წლიდან შრომითი საქმიანობა დაიწყო თბილისის სამრეწველო საწარმოში - ტექნიკოსად; 1975 წლიდან მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს მექანიზაციის ტრესტის პირველ სამმართველოში ცვლის უფროსად, უბნის უფროსად; 1979 წლიდან მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს მე-14 სამშენებლო ტრესტის საწარმოო კომბინატში ცვლის უფროსად, მთავარ მექანიკოსად, დირექტორის მოადგილედ; 1982-1986წწ. საპასუხისგებლო თანამდებობებზე მუშაობდა საკავშირო დაქვემდებარების სამინისტროების საწარმოო კომბინატებსა და ქარხნებში; 1986 წელს სამუშაოდ გადადის ტურიზმის რესპუბლიკური საბჭოს სამშენებლო ორგანიზაციის ხელმძრვანელად; 1992-1995წწ. ონის რაიონის გამგებლის მოადგილე. საქართველოს პარლამენტის წევრი: მაჟორიტარი, N43 ონის საარჩევნო ოლქი, ფრაქცია "აღორძინება", იურიდიულ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების წევრი (1995-1999). 2000 წლიდან დამოუკიდებელ გაზეთ "2000"-ის დირექტორი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.91; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/ კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 95 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |