The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ბიჭაშვილი

გიორგი ბიჭაშვილი
Date of birth:13 November, 1947  (74 years)
Category:Engineer, Politician

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი გლოლა, ონის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი საგზაო სამშენებლო მანქაქნებისა და მოწყობილობების სპეციალობით 1974 წელს.

1972-1974წწ. გაიარა სავალდებულო სამხედრო სამსახური საბჭოთა არმიის რიგებში; 1969 წლიდან შრომითი საქმიანობა დაიწყო თბილისის სამრეწველო საწარმოში - ტექნიკოსად; 1975 წლიდან მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს მექანიზაციის ტრესტის პირველ სამმართველოში ცვლის უფროსად, უბნის უფროსად; 1979 წლიდან მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს მე-14 სამშენებლო ტრესტის საწარმოო კომბინატში ცვლის უფროსად, მთავარ მექანიკოსად, დირექტორის მოადგილედ; 1982-1986წწ. საპასუხისგებლო თანამდებობებზე მუშაობდა საკავშირო დაქვემდებარების სამინისტროების საწარმოო კომბინატებსა და ქარხნებში; 1986 წელს სამუშაოდ გადადის ტურიზმის რესპუბლიკური საბჭოს სამშენებლო ორგანიზაციის ხელმძრვანელად; 1992-1995წწ. ონის რაიონის გამგებლის მოადგილე. საქართველოს პარლამენტის წევრი: მაჟორიტარი,  N43 ონის საარჩევნო ოლქი, ფრაქცია "აღორძინება", იურიდიულ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების წევრი (1995-1999). 2000 წლიდან დამოუკიდებელ გაზეთ "2000"-ის დირექტორი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.91; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/ კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 95

Member of Organizations

  • საქართველოს ეროვნულ და სოციალურ ურთიერთობათა აკადემია, ნამდვილი წევრი (1997-)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)

Share: