Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯონი ბიჭიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1956 წელს. 1956-1959წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქსახპროექტში" სამრეწველო ნაგებობათა დაპროექტების განყოფილების ინჟინერ-კონსტრუქტორად; 1959-1969წწ. - "სოიუზპრომმექანიზაციის" მოსკოვის საპროექტო-საკონსრტუქტორო განყოფილებაში პროექტების მთავარ ინჟინრად, შემდეგ კი - განყოფილების უფროსის მოადგილის თანამდებობაზე; ავტორია სტავროპოლისა და ვოლგოგრადის რეგიონებში განხორციელებული საბაგირო გზების მშენებლობის პროექტების; 1969-1971წწ. მუშაობდა ამიერკავკასიის ჰიდრო-მეტეოროლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უფროს მეცნიერ-მუშაკად. ამ პერიოდში მისი ზედამხედველობით განხორციელდა გარდაბნის ტერიტორიაზე და რკინაბეტონის კონსტრუქციების კათედრაზე, ასაწყობი რკინაბეტონის ღვარცოფდამცავი სივრცითი კონსტრუქციების ექსპერიმენტული გამოკვლევა; 1971 წლიდან იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის დოცენტი, პროფესორი, ჯერ მშენებლობის ორგანიზაციისა და მექანიზაციის, ხოლო შემდგომ სამშენებლო მანქანებისა და მექანიკური მოწყობილობების კათედრაზე; 1964-1967წწ. სწავლობდა მოსკოვის "მრეწმანქანათმშენებლობის" სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში და 1968 წელს მოსკოვის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 1988 წელს ლენინგრადის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში აკადემიკოს ლურიეს კათედრაზე სადოქტორო დისერტაცია; 1992-1997წწ. მუშაობდა საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის პრორექტორად, სპეცდისციპლინების კათედრის გამგედ. ავტორია 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, რომელთა შორის 20 მონოგრაფია, სახელმძღვანელო და დამხმარე სახელმძღვანელოა. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.91-92 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |