The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ბოგიშვილი

გიორგი ბოგიშვილი
Date of birth:23 May, 1935  (89 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ნავთობის ტექნიკუმი 1956 წელს; სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საღამო განყოფილების ელექტრომექანიკურ ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1961 წელს.

განაწილებით მუშაობა დაიწყო ქ. სტალინგრადში (ამჟამად ვოლგოგრადი) ნავთობის საბადოებზე ჯერ მბურღავად, შემდეგ ოსტატად; 1957-1967წწ. მუშაობდა თბილისის ელმავალმშენებელ ქარხანაში ზეინკლად, ოსტატად, უბნის უფროსად, საამქროს უფროსად, ავტომატიზაციის ბიუროს უფროსად; 1968 წლიდან იყო, სამონტაჟო ტრესტ "საქსანტექმონტაჟის" თბილისის სამმართველოს სამუშაოთა მწარმოებელი, შემდეგ უფროსი სამუშაოთა მწარმოებელი; 1971-1977წწ. კი თბილისის სამმართველოს უფროსი; 1977-1992წწ. იყო სამონტაჟო ტრესტ "საქსანტექმონტაჟის" მმართველი; 1992 წელს დაინიშნა სანტექნიკურ ნაკეთობათა ქარხნის დირექტორად; 1993 წლიდან გენერალურ დირექტორად; მისი ხელმძღვანელობით შესრულდა რესპუბლიკური საავადმყოფოს სანტექნიკური სამუშაოები, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის მთლიანი მონტაჟი, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სარეკონსტრუქციო სამუშაოები და სხვა.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.92-93

Awards and Honors

  • სსრკ სახელმწიფო პრემია
    "ბაიკალ-ამურის" სარკინიგზო მაგისტრალის ორი დასახლების "იკაბიას" და "ნია გრუზინსკაიას" მშენებლობაში მონაწილეობისათვის

Share: