Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ხუროშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 2008-2009 წლებში სწავლობდა კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯში (ჯერსი, გაერთიანებული სამეფო); 2010 წელს მოიპოვა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; 2012 წელს კი, ამავე უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრის აკადემიური ხარისხი; 2014-2016 წლებში იყო პოზნანის ადამ მიცკევიჩის სახელობის უნივერსიტეტის (პოლონეთი) დოქტორანტი. 2017 წლის იანვარში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო ნაშრომი თემაზე: "იერუსალიმი და ათენი, როგორც ინტერკულტურული ფილოსოფიის პარადიგმა", მიიღო შეფასება Summa cum laude და მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. 2012 წლიდან არის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის პოლიტიკური მეცნიერებების განყოფილების მკვლევარი; 2016-2018 წწ. იყო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი სოციალური მეცნიერებების მიმართულებით; 2017 წლის მაისში ლექციებს კითხულობდა ლაზარსკის უნივერსიტეტში (ვარშავა, პოლონეთი). ამჟამად, გ. ხუროშვილი არის ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი და ამავე უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის დირექტორის მოადგილე. გ. ხუროშვილი არის სამეცნიერო სერიის "ფილოსოფია, სოციოლოგია, მედიის თეორია" სარედაქციო საბჭოს წევრი, გერმანული გამომცემლობა "ლოგოსის" (ბერლინი) სამეცნიერო სერიის "ფილოსოფია და სოციალური თეორია" თანარედაქტორი, ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ონლაინ პლატფორმა "პეტრიწის პორტალის" მთავარი რედაქტორი. გ. ხუროშვილი ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას. მან ქართულ ენაზე თარგმნა ჰანა არენდტის, ლეო შტრაუსის, ფრენსის ბეკონის, თომას ჯეფერსონის, ბენჯამინ ფრანკლინის, ჯონ ადამსის, ჯეიმზ უილსონის, ბენჯამინ რაშის, ჰანს-გეორგ გადამერის, ქრისტოს იანარასის, კალისტე უეარის, იოანე ზიზიულასის ნაშრომები. არის 70-ზე მეტი ნაშრომის ავტორი, თანაავტორი, რედაქტორი და მთარგმნელი. მისი სამეცნიერო კვლევის სფეროებია: პოლიტიკური ფილოსოფია, პოლიტიკური თეორია, ქრისტიანული ფილოსოფია, ქართული ფილოსოფიის ისტორია. Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |