Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯუმბერ ბოკერია![]()
Biographyდაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი 1957 წელს. 1958 წელს დაიწყო შრომითი საქმიანობა; მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენპროექტში" რიგით და უფროს ინჟინრად, ჯგუფის ხელმძღვანელად, არქიტექტურული სახელოსნოს მთავარ კონსტრუქტორად და ინსტიტუტის მთავარ ინჟინრად; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძრვანელობით, დაპროექტდა და აშენდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოლოგიისა და ენერგეტიკის ფაკულტეტების, ონკოლოგიის, რადიოლოგიისა და რენტგენოლოსიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის შენობები, რესპუბლიკის 1200-ადგილიანი ცენტრალური კლინიკური საავადმყოფო, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი და ბიბლიოთეკა (5 მილიონ ტომზე); ასევე - ბიოლოგიის ფაკულტეტი, საერთო საცხოვრებელი და პედაგოგიური ინსტიტუტი ცხინვალში, სკოლები და საცხოვრებელი სახლები (ასაწყობ-მონოლითური რკინაბეტონის კონსტრუქციების გამოყენებით); ამასთანავე, განხორციელდა ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის აღდგენა-რეკონსტრუქცია; დეფორმირებული საცხოვრებელი სახლის გასწორება-რეკონსტრუქცია (რუსთავში); დაინერგა დასაბურღი-დასატენი ხიმინჯები სხვადასხვა ტიპის შენობებისთვის (დიდი ჩაღრმავებით); მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.95 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |