The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გრიგოლ ბოკუჩავა

გრიგოლ ბოკუჩავა
Date of birth:13 January, 1951  (74 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი სეფიეთი, აბაშის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი 1973 წელს.

1973-1974წწ. მუშაობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მცხეთის სარემონტო-სამშენბლო უბნის უფროსად; 1974-1985წწ. სამშენებლო გაერთიანება "თბილმეტრომშენის" სისტემაში - საპროექტო ჯგუფის ინჟინრად, ტექნიკური და საწარმოო განყოფილებების უფროსად; 1985-1989წწ. თბილისის ოქტომბრის რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, ტერიტორიულ-დარგთაშორისი სამმართველოს უფროსად; 1989 წელს დაინიშნა სამშენბლო გაერთიანება "თბილმეტრომშენის" სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1993 წლიდან მუშაობდა მოსკოვის მეტროპოლიტენის მშენებლობაზე, როგორც "თბილმეტრომშენის" დამოუკიდებელი სამეურნეო ერთეულის ხელმძრვანელი მოსკოვში; 2002 წელს სათავეში ჩაუდგა მოსკოვის მეტროპოლიტენის ერთ-ერთ სამშენებლო სამმართველოს; მისი მონაწილეობით აიგო თბილისის მეტროპოლიტენის პირველი და მეორე რიგის ობიექტები, მოსკოვის მეტროსადგურები - "კურსკაია" და "დუბროვკა"; განხორციელდა მიწისქვეშა სივრცის ურთულესი მიერთება სადგურ "ოხოტნი რიადთან" და უნიკალურ მიწისქვეშა სავაჭრო ცენტრ "მანეჟის მოედანთან"; მისი ხელმძრვანელობით, ასევე, აშენდა სხვადასხვა ტექნოლოგიური დანიშნულების დიდი კვეთის მიწისქვეშა ნაგებობები მოსკოვის მეტროსადგურებზე: "ჩკალოვსკაია", "დუბროვკა", "ტრუბნაია", "სრეტინსკი ბულვარი", "მიტინო", "მარინა როშჩა" და სხვა.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.95; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.90

Awards and Honors

  • 2000 - ღირსების მედალი
  • მედალი "შრომითი წარჩინებისთვის"
  • რუსეთის დამსახურებული მშენებელი
  • საქართველოს დამსახურებული მშენებელი

Share: