Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი წითლანაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი სახო, ასპინძის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1924 წელს. 1938 წელს დანიშნეს რევმატოლოგიური დისპანსერის მთავარ ექიმად. 1941-1945 წლებში იყო ევაკოჰოსპიტლის სამედიცინო ნაწილის უფროსი, 1946-1948 წლებში საქართველოს სსრ ჯანდაცვის სამინისტროს სამკურნალო სამმართველოს მთავარი ექიმი; 1950-1953 წლებში განაგებდა კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის ინსტიტუტის ფილიალს წყალტუბოში; 1959-1977 წლებში იყო თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის კათედრის გამგე. შეისწავლიდა კურორტოლოგიის, კარდიოლოგიის, რევმატოლოგიის საკითხებს, თბილისის ბალნეოლოგიური კურორტისა და წყალტუბოს მინერალური წყლების თვისებებს. ქართველი საბჭოთა კურორტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1955), პროფესორი(1960). საკურორტო საქმის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.322 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |