The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გახა წიკლაური

გახა წიკლაური
დაბადების თარიღი:15 ოქტომბერი, 1880
გარდაცვ. თარიღი:5 ნოემბერი, 1928  (48 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელი ცდო, სტეფანწმინდის თემი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
კატეგორია:მწვრთნელი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ცდო, დუშეთის მაზრა (ახლანდელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტი).

ერთხანს მუშაობდა დევდარაკის სპილენძის მაღაროში მუშად. შემდეგ იყო მთამსვლელ-გამყოლი. 1900-იანი წლებიდან უცხოელი და რუსი მთამსვლელების გამყოლი მყინვარწვერზე. 1923 წელს იყო მყინვარწვერზე პირველი სამეცნიერო ექსპედიციის (ხელმძღვანელი ა. დიდებულიძე) გამყოლი. მრავალჯერ მონაწილეობდა ქართულ მასობრივ ალპინისტურ ასვლებში მყინვარწვერსა და იალბუზზე. მთამსვლელი, ღარიბი გლეხის შვილი. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.323


გააზიარე: