Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვახტანგ ბოლქვაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სამშენებლო ტექნიკუმი 1949 წელს, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ავტომაგისტრალებისა და საქალაქო გზების მშენებლობის სპეციალობით 1953 წელს. 1953-1954წწ. მუშაობდა ალმა-ათაში (ყაზახეთის სსრ) სამოქალაქო საცხოვრებელ ნაგებობათა მშენებლობის სამინისტროს სისტემაში; 1954-1976წწ. სსრკ სახელმწიფო-საგზაო საპროექტო ინსტიტუტის ("სახავტოგზაპროექტი") თბილისის ფილიალის საგზაო განყოფილებაში - ინჟინრად, საძიებო პარტიისა და ექსპედიციის უფროსად, პროექტის მთავარ ინჟინრად; 1976-1988წწ. საგზაო განყოფილების უფროსად; 1988-1992წწ. ამავე ინსტიტუტის ტექნიკური განყოფილების მთავარ სპეციალისტად; 1992-2001წწ. კონცერნ "საქგვირაბმშენის" საპროექტო ფილიალ "პროექტის" დირექტორის მოადგილედ; 1960-1964წწ. მივლინებული იყო ავღანეთში "კუშკა-ჰერატ-ყანდაღარის" საავტომობილო გზის დაპროექტება-მშენებლობაზე მუშა-პროექტების ჯგუფის უფროსის მოადგილედ; 1969-1971წწ. კუბის რესპუბლიკაში - პროექტის მთავარ ინჟინრად; მონაწილეობდა საავტომობილო გზებისა და მასზე მდებარე საინჟინრო ნაგებობების, კერზოდ, "ჯვარი-ხაიშის", "ანგრენ-კოკანდის" ახალი და ქ. ტაშკენტის შემოსავლელი გზების (უზბეკეთის სსრ), "ტუაფსე-ხადიჟენსკისა" და "სიმფეროპოლ-იალტის" გზების (რუსეთი), "კიურდამირ-ევლახისა" და "შამქორ-განჯის" (აზერბაიჯანის სსრ) გზების დაპროექტებაში; როგორც პროექტის მთავარი ინჟინერი, უშუალოდ ხელმძღვანელობდა ყარაყუმის უდაბნოში (თურქმენეთი) "ტახტაბაზარ-კერკის" 300 კმ-იანი, კასპიის ზღვის აღმოსავლეთი სანაპიროს გასწვრივი "პრიჩალ-ჰასანყულის" 80 კმ-იანი გზების რეკონსტრუქციის დაპროექტებას. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.96 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |