შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეიმურაზ ბოჭორიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1961 წელს. იმავე წლიდან მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტებში "საქქალაქმშენსახპროექტსა" და "თბილქალაქპროექტში" არქიტექტორად (1964 წ.); 1970 წლიდან ჯგუფის ხელმძრვანელად; 1992 წლიდან ხელმძრვანელობდა მე-4 შემოქმედებით გაერთიანებას; პრაქტიკული პროფესიული საქმიანობის პარალელურად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის პედაგოგი იყო; მისი ძირითადი ნამუშევრებია: ქალაქგეგმარება - გლდანის საცხოვრებელ მასივში, თემქის მე-8 მ/რაიონში, გლდანულას მ/რაიონში; მოცულობითი არქიტექტურა - გლდანის ხაზოვანი ცენტრის I, II, III, IV კომპლექსების პროექტები; საცხოვრებელი სახლები გაგარინის, ჩიქოვანის ქუჩებზე, ალ. ყაზბეგის გამზირზე; საზოგადოებრივი კომპლექსი მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრთან" და სხვა; მონაწილეობდა კონკურსებში: სადიპლომო ნამუშევრების დათვალიერება (II პრემია), "ახალგაზრდობის სასახლე" სტუდქალაქში (II პრემია), "კომპოზიტორთა შემოქმედებითი სახლი" ბორჯომში (წამახალისებელი პრემია). წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.97
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |