შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ კუცია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ფოთი. დაამთავრა ფოთის ჰუმანიტარული ტექნიკუმი. 1926 წელს ფოთის მუშათა კლუბის დრამწრეში დაიწყო მუშაობა. 1933-1938 წლებში ამავე კლუბის გამგეა, ხოლო 1928 წელს პარალელურად ფოთის დრამატული თეატრის მსახიობია, 1938 წელს კი ამავე თეატრის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: გუცუტა(კ. კალაძის "როგორ"), ლომკაცა(მ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), ბესო(ალ.სუმბათაშვილის "ღალატი"), ნესტორი(შ. დადიანის "ნაპერწკლიდან"), კოსტაია(ა. ცაგარელის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), ტიტიკო(ვ. დარასელის "კიკვიძე"), ამარანდო(ვ. გუნიას "ციხის საიდუმლო"), კირკიტა(მ. ჯაფარიძის "ჟამთაბერის ასული") და სხვ. წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1994.- გვ.59 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |