შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბორის თოფურიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სენაკი. დაამთავრა გორკის სახელობის სენაკის საშუალო სკოლა 1937 წელს. სწავლის დროს მონაწილეობდა სასკოლო სპექტაკლებში. შემდეგ მუშაობდა სენაკის მუშათა თეატრში მხატვარ-შემსრულებლად. პირველად სცენაზე გამოვიდა ამავე თეატრში რეჟისორ შ. მჟავანაძის ხელმძღვანელობით (შეასრულა მეთაურის როლი ა. ქურდიანის "ქარიშხლის მოლოდინში"). სხვადასხვა წლებში მუშაობდა ჭიათურის (1939-1942), ქუთაისის (1942-1948), სენაკის (1948), ზუგდიდის (1949), ფოთის (1949-1950 და 1952-1953), თელავის (1951-1952) თეატრებში. 1958 წლიდან იგი სოხუმის ქართული თეატრის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი იყო. შესანიშნავი სცენური გარეგნობა, კარგი ხმა, გარდასახვის უნარი, სცენური სიმართლე და გულწრფელობა ახასიათებდა მსახიობს, უშუალობით, ემოციურობით გამოირჩეოდა მის მიერ შესრულებული როლები, რომელთა რიცხვი 150-მდე აღწევს. მათ შორის ღსანიშნავია: შატო, ყვარყვარე (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება", "ყვარყვარე თუთაბერი"), კიკილო (დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი"), გრიშა (ვ. შალიკაშვილის "უნიადაგონი"), ზურაბი (ს. შანშიაშვილის "გიორგი სააკაძე"), ახმადი (ს. კლდიაშვილის "ირმის ხევი"), სერგეი პეტროვიჩი, ჯამლეთი და ჯონ რაიტი (ი. მოსაშვილის "სადგურის უფროსი" "ჩაძირული ქვები"), უტუ მიქავა (ა. ქურდიანის "უტუ მიქავა"), გიჟუა (ა. ცაგარელის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), გელა (ა. ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა"), სტალინი (შ. დადიანის "ნაპერწკლიდან"), ბახვა ფულავა (გ. წერეთლის "პირველი ნაბიჯი"), კიკვიძე (ვ. დარასელის "კიკვიძე"), აბდუშაჰილი (ა. წერეთლის "ბაში-აჩუკი"), ოსმან-აღა (დ. ჭონქაძის "სურამის ციხე"), გერასიმე, გამცემლიძე (ნ. დუმბაძის "მე, ვხედავ მზეს" და "საბრალდებო დასკვნა"), ევგენიძე (ა. ჩხაიძის "ხიდი"), ჩუბუკოვი (ა. ჩეხოვის "ხელის თხოვნა"), მილზოროვი (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავე"), ღიპიანი (ვ. შუშკინის "ენერგიული ადამიანები"), არტური, მარტინი (ა. ვოინიჩის, "კრაზანა"), დარსელო (ა. ჟერის "მეექვსე სართული"), თეოფილოს ფერკისი (დ. ფსათასის "საჭიროა მატყუარა"), სამეულ სევიჯი (ჯ. პატრიკის "უცნაური მისის სევიჯი"), და სხვა. 1945 წელს იყო სენაკის კულტურის სახლის, 1952-1953წწ. ფოთის საქალაქო კულტურის სახლის, ხოლო 1954-1958წწ. ფოთის პიონერთა დრამწრის სამხატვრო ხელმძღვანელი. მისი დადგმებიდან აღსანიშნავია ი. გოგებაშვილის "იავნანამ რა ჰქნა", ლიუბიმოვის "თეთრა", ი. ჯავახიშვილის "პაწია მერცხლები", მიროშნიჩენკოს "მესამე თაობა", ვ. მისაბლიშვილის "წინა დღე" და სხვა. მხატვრულად გაფორმებული აქვს სპექტაკლები: პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება", დ. თაქთაქიშვილის "კვალითელი დალაქი", გ. ნახუცრიშვილის "ცეცხლის ხაზზე", ვ. შალიკაშვილის "უნიადაგონი" და სხვა. სამამულო ომის დროს ტყიბულში ჩამოაყალიბა მსახიობთა ბრიგადა 'ჩვენ გავიმარჯვებთ" და საშეფო წარმოდგენებს მართავდა საქართველოს ცალკეულ რაიონებში. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1990.-გვ.18; წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.101 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |