The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შალვა გეჯაძე

შალვა გეჯაძე
Date of birth:14 January, 1915  (109 years)
Date of death:19??
Category:Dancer, Choreographer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

ქართული ცეკვის ხელოვნებას ეზიარა ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრთან არსებულ ქორეოგრაფიულ სტუდიაში დავით ჯავრიშვილის ხელმძღვანელობით.

სტუდიის დამთავრების შემდეგ თეატრში დატოვეს სოლისტ-მოცეკვავედ; 1939 წელს საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის ესტრადის მოცეკვავე მსახიობია; 1940 წლიდან ახლად ჩამოყალიბებული სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სოლისტი; 1941 წელს, ომის დაწყებისთნავე გაწვეულ იქნა სამხედრო სამსახურში; 1943-1947წწ. დაუბრუნდა ზემოთ აღნიშნულ ანსამბლს; 1947-1948წწ. მუშაობდა საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო დამსახურებულ აკადემიურ ანსამბლში ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის ხელმძღვანელობით; 1949-1958წწ. კვლავ საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლშია; 1959-1961წწ. მოღვაწეობდა ხელოვნების მუშაკთა სახლთან არსებულ ქართული ხალხური საკრავების ორკესტრში; 1962 წლიდან საქართველოს მუსიკალური და ქორეოგრაფიული საზოგადოების ქორეოგრაფ-კონსულტანტია. მოღვაწეობის 40 წლის მანძილზე მრავალი ცეკვა შეასრულა. აღსანიშნავია მის მიერ შესრულებული "ქართული", "აფხაზური", "მთიულური", "ცერული", "აჭარული", "ძველი თბილისური", "ხევსურული" და სხვა ცეკვები. მის მიერ დადგმული ქორეოგრაფიული ნამუშევრებიდან აღსანიშნავია: "მწყემსური", "საკოლმეურნეო", "სიმინდის ყანაში", "შრომის ცეკვა", "თუშური გარმონით", "ცერებზე" და სხვა. მოღვაწეობდა ახმეტის, წითელწყაროს, ახალციხის რაიონულ თვითმოქმედ სიმღერისა და ცეკვის ანსამბლებში.

წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1995. -გვ.6; dspace.nplg.gov.ge

Awards and Honors

  • 1958 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: