Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
არტემ ბოჯგუა![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ზანა, სენაკის მაზრა. დაამთავრა ამიერკავკასიის სამთო-მეტალურგიული ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი 1934 წელს. 1923 წლამდე მუშაობდა სოფლად; 1924-1929წწ. მსახურობდა ქ. თბილისში, კავალერისტთა პოლკში; მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქშახტპროექტში" დამპროექტებლად; 1937 წლის აგვისტოში დაინიშნა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის დირექტორად, სადაც მუშაობდა 1949 წლამდე; 1946 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1947 წელს აირჩიეს დოცენტად და მუშაობდა სამთო-სამშენებლო მანქანებისა და ტრანსპორტის კათედრაზე; 1949-1951წწ. მივლინებული იყო ქ. მოსკოვში, სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიაში დოქტორანტურის კურსის გასავლელად; 1951-1956წწ. მუშაობდა საკავშირო სამრეწველო ინსტიტუტში ლაბორატორიის გამგედ; 1956 წლიდან პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მხაზველობითი გეომეტრიისა და გრაფიკის კათედრაზე; განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მისი უდიდესი დამსახურება ინსტიტუტის სასწავლო-სამეცნიერო ბაზის შექმნისა და სრულყოფის საქმეში; 1937 წლის ბოლოს ინდუსტრიული ინსტიტუტის დირექციისა და უშუალოს მისი ინიციატივით შეიქმნა საგანგებო კომისია, რომელსაც ევალებოდა ინსტიტუტის სასწავლო-სამეცნიერო კომპლექსის განვითარება და მისი მშენებლობის ხელმძრვანელობა; ინსტიტუტის საბურთალოს კომპლექსის მშენებლობა დაიწყო 1939 წელს და დასრულდა 1952 წელს; აღსანიშნავია, აგრეთვე მისი დიდი დამსახურება და განსაკუთრებული ზრუნვა ინსტიტუტის სასწავლო ლაბორატორიების ინვენტარითა და სხვა საჭირო მოწყობილობებით აღჭურვის საქმეში; მიუხედავად ომის მძიმე და გაჭირვებული პერიოდისა, ინსტიტუტის კაბინეტ-ლაბორატორიები თითქმის უზრუნველყოფილი იყო სასწავლო პროცესისათვის საჭირო აღჭურვილობით; იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოგონების ავტორი სამგზავრო კიდული ბაგირგზების სფეროში; მისი დირექტორობის პერიოდში 1947 წელს, დაარსების 25 წლისთავზე, ინდუსტრიულ ინსტიტუტს ეწოდა "საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი". წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.98-99; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: gtu.ge Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |