Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ვაშალომიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი მაკვანეთი, მახარაძის რაიონი. ოჯახის მუსიკალურმა ტრადიციებმა ბავშვობიდანვე გაუღვიძა მუსიკისადმი სიყვარული; ბევრი რამ შეისწავლა ბიძებისაგან - დიმიტრი და ილარიონ პატარავებისაგან, რომლებიც გურიაში აღიარებული მომღერლები იყვნენ; არმიაში გაიწვიეს და როგორც მომღერალთა გუნდის ხელმძღვანელმა იქ მიიღო პირველი პრაქტიკა; გორში ლეგიონის გუნდს ხელმძღვანელობდა; მშობლიურ მაკვანეთში შვიდი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა საკოლმეურნეო გუნდს, თან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა იქვე, მაკვანეთის შვიდწლიან სკოლაში, როგორც სიმღერის მასწავლებელი; ორ ათეულ წელზე მეტ ხანს ხელმძღვანელობდა ანასეულის საკვლევი ინსტიტუტის, ნასაკირალისა და ნარუჯის საბჭოთა მეურნეობის პროფკავშირთა გუნდებს; სარაიონო ოლიმპიადებზე ხშირად გამოდიოდა და ყოველთვის საპრიზო ადგილებს იმსახურებდა; სიცოცხლის ბოლო წლებში ხანდაზმული მოღვაწე ხელმძღვანელობდა მახარაძის რაიონის სხვადასხვა სოფლების საკოლმეურნეო გუნდებს; დიდი ენერგია შეალია ხალხური სიმღერის პოპულარიზაციის საქმეს; ლოტბარი. წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ. 94
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |