The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ეთერ კაცობაშვილი

Date of birth:15 September, 1919  (105 years)
Date of death:19??
Category:Conductor, Singer, Musician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა I სამუსიკო სასწავლებლის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი 1939 წელს.

1943-1975 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი-მომღერალი. 1944-1945 წლებში მღეროდა ქართულ ჯაზში ქ. ჯაფარიძის ხელმძღვანელობით, ხოლო 1973 წლიდან მედუდუკეთა ანსამბლ "სოინარში" (ხელმძღვანელი მ. ქსოვრელი). იყო გ. გაგლოშვილის ხელმძღვანელობით არსებულ მედუდუკეთა ანსამბლის სოლისტი და ასრულებდა სიმღერებს რ. ფარადაშვილთან ერთად. 1958 წელს მონაწილეობდა ქართული ხელოვნების დეკადაში მოსკოვში. ასრულებდა ქართულ ხალხურ სიმღერებს ფანდურზე, რომელთა გადამუშავება ხშირად თვითონ მას ეკუთვნოდა. დიდ მოწონებას იმსახურებდა მსმენელებში მის მიერ შესრულებული ხალხური სიმღერები: "დაიგვიანეს", "მთიულური საცეკვაო", "ჩონგურების ნანა", "შენზე სიმღერა არ მომწყინდება", "ოუ-ნანა", "არ დაიდარდო დედაო", "მოხევე ქალო", "შენ ქართველო ქალო", "მე ქართველი ბუხაიძე", "ჩემი გმირი", "ალვანი", "სალამური", "ყვარელი", აგრეთვე სიმღერები საქართველოზე. ეთერ კაცობაშვილი ასრულებდა ქართველ კომპოზიტორთა სიმღერებსაც: გ. კოკელაძის "სიმღერა შალამბერიძეზე", "გენერალ-პოლკოვნიკი ლესელიძე", ა. ჩიმაკაძის "ლელაო", "მინდვრის მბრძანებელი", ვ. ჩიქვილაძის "დუდუკო ჩემო ტკბილო თილისმა", გ. ჩუბინაშვილის "მიპასუხე მითხარი", "ვარდის ბუჩქი" (დამუშავებული ო. დიხამინჯიას მიერ), ს. მირიანაშვილის "არ გვინდა", "თბილისო" და სხვ. 1959 წლიდან მუშაობდა თბილისის 65-ე საშუალო სკოლაში გუნდის ხელმძღვანელად.

წყარო: საიუბილეო თარიღებითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1989. -გვ.71

Awards and Honors

  • 1968 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: