The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მერი ვეფხვაძე

Date of birth:1911  (113 years)
Date of death:19??
Category:Singer

Biography

1933 წელს მომღერლად ჩაირიცხა მელიტონ კუხიანიძის ხელმძღვანელობით არსებულ აჭარის კაპელაში; ჩონგურზე დაკვრა ვალერიან სადრაძისგან ისწავლა; საკრავს ისე კარგად დაეუფლა, რომ შემდეგ მეჩონგურე ქალთა ანსამბლის ხელმძღვანელი გახდა; ჯერ მუსიკალური შვიდწლედი დაასრულა, შემდეგ 1939 წელს თბილისში საგუნდო-სადირიჟორო კურსები გაიარა; მუშაობდა პედსასწავლებელში, სადაც მუსიკას ასწავლიდა და გუნდსაც ხელმძღვანელობდა, ასევე მასწავლებლის სახლში; კარგა ხანს იყო აჭარის პროფკავშირების სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ხელმძღვანელი; მრავალი საშეფო კონცერტი გამართა ბათუმსა და მის შემოგარენში; ამავე პერიოდში შექმნა საჩონგურო სიმღერა სამამულო ომის გმირ ისრაფილ ჯინჭარაძეზე; დაამუშავა მრავალი მელოდია, ესენია: "ნანა", "სიმღერა ბათუმზე", "სიმღერა ქართველ გმირებზე"; 1950 წლიდან თბილისში მოღვაწეობდა და უძღვებოდა პირველი ინფექციური საავადმყოფოს გუნდს; მუშაობდა პირველი მაისის რაიონის მედმუშაკთა გაერთიანებული ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელად, ასევე კომუნალური მეურნეობისა და ცეკავშირის ანსამბლების ხელმძღვანელად, ანსამბლმა წარმატებით გამართა კონცერტები რიგაში; მისი ინიციატივით შეიქმნა კომუნალური მომსახურების კულტსახლში ვეფხვაძეების ვოკალური კვარტეტი; თავად მღეროდა მასწავლებლის სახლთან არსებულ კაპელაში, თან საშუალო სკოლებში ასწავლიდა სიმღერას.

წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ. 96

Awards and Honors

  • სამკერდე ნიშანი "სახალხო განათლების წარჩინებული"

Share: