შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მერი ვეფხვაძე![]()
ბიოგრაფია1933 წელს მომღერლად ჩაირიცხა მელიტონ კუხიანიძის ხელმძღვანელობით არსებულ აჭარის კაპელაში; ჩონგურზე დაკვრა ვალერიან სადრაძისგან ისწავლა; საკრავს ისე კარგად დაეუფლა, რომ შემდეგ მეჩონგურე ქალთა ანსამბლის ხელმძღვანელი გახდა; ჯერ მუსიკალური შვიდწლედი დაასრულა, შემდეგ 1939 წელს თბილისში საგუნდო-სადირიჟორო კურსები გაიარა; მუშაობდა პედსასწავლებელში, სადაც მუსიკას ასწავლიდა და გუნდსაც ხელმძღვანელობდა, ასევე მასწავლებლის სახლში; კარგა ხანს იყო აჭარის პროფკავშირების სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ხელმძღვანელი; მრავალი საშეფო კონცერტი გამართა ბათუმსა და მის შემოგარენში; ამავე პერიოდში შექმნა საჩონგურო სიმღერა სამამულო ომის გმირ ისრაფილ ჯინჭარაძეზე; დაამუშავა მრავალი მელოდია, ესენია: "ნანა", "სიმღერა ბათუმზე", "სიმღერა ქართველ გმირებზე"; 1950 წლიდან თბილისში მოღვაწეობდა და უძღვებოდა პირველი ინფექციური საავადმყოფოს გუნდს; მუშაობდა პირველი მაისის რაიონის მედმუშაკთა გაერთიანებული ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელად, ასევე კომუნალური მეურნეობისა და ცეკავშირის ანსამბლების ხელმძღვანელად, ანსამბლმა წარმატებით გამართა კონცერტები რიგაში; მისი ინიციატივით შეიქმნა კომუნალური მომსახურების კულტსახლში ვეფხვაძეების ვოკალური კვარტეტი; თავად მღეროდა მასწავლებლის სახლთან არსებულ კაპელაში, თან საშუალო სკოლებში ასწავლიდა სიმღერას. წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ. 96 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |