The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით ბრელიძე

დავით ბრელიძე
Date of birth:28 June, 1907
Date of death:1986  (at 78 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამთო-საინჟინრო ფაკულტეტი 1930 წელს.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სახელმწიფო განაწილებით სამუშაოდ გაგზავნილ იქნა დონბასში ქვანახშირის მაღაროების მშენებლობაზე; 1933 წელს, როგორც ნიჭიერი და პერსპექტიული სპეციალისტი მივლინებული იქნა მოსკოვში მეტროპოლიტენის მშენებლობაზე; მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, როგორც სამთო-საინჟინრო საქმის გამოცდილი სპეციალისტი გაგზავნილ იქნა საქართველოში, არსებული ქვანახშირის მაღაროების დამუშავების სწრაფი განვითარებისა და ახლების მშენებლობისთვის, ტყიბულისა და ტყვარჩელის საბადოებზე; აღნიშნული სამუშაოების ცენტრალიზებულად ორგანიზებისა და წარმართვის მიზნით საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიქმნა სამთო-მომპოვებელი გაერთიანება "საქნახშირი", რომლის მთავარ ინჟინრად დაინიშნა; დიდი წვლილი მიუძღვის შაორის წყალსაცავისა და დარიშხანის საბადოების მშენებლობაში, ასევე თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლობაში; იყო მეტროსადგურის "ვაგზლის მოედნის" მშენებლობის უფროსი; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები და საუწყებო საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.100

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: