Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი წულეისკირი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ყაზანი, რუსეთი. დაამთავრა ამიერკავკასიის სამთო-მეტალურგიული ინსტიტუტი 1931 წელს. 1931-1945წწ. მუშაობდა ამიერკავკასიის საპროექტო ინსტიტუტ "ჰიდროპროექტის" გეოლოგიური პარტიის უფროსის მოადგილედ, "ხრამჰესის" მშენებლობაზე მთავარ გეოლოგად, იქვე წყალსაცავის მშენებლობის უბნის უფროსად; 1945-1946წწ. საქართველოს მინისტრთა საბჭოს გზატკეცილების მთავარი სამმართველოს "სანდარი-ხრამჰესის" საავტომობილო გზის მშენებლობის უფროსად; 1946-1953წწ. ხელმძღვანელობდა "ხრამჰესმშენის" საგზაო და სამშენებლო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" N1 სამშენებლო სამმართველოებს, სიონის ჰიდროკვანძის მშენებლობას; 1953 წელს დაინიშნა ლაჯანურის ჰიდროელერქტროსადგურის მშენებლობის უფროსად; 1961-1963წწ. მივლინებული იყი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში, ასუანის ჰიდროკვანძის მიწისქვეშა სამუშაოების უფროსად; 1963-1964წწ. მუშაობდა "ენგურჰესის" მაღლივი კაშხლის მშენებლობის სამმართველოს უფროსად; 1964-1974წწ. "ენგურჰესის" მშენებლობის კომპლექსური სამმართველოს უფროსის მოადგილედ, "ენგურჰესის" მშენებლობის "გვირაბმშენის" სამშენებლო სამმართველოს უფროსად; ჩატარებული აქვს საძიებო სამუშაოები "აწჰესის" მშენელობაზე, რიონ-ცხენისწყლის, მდინარე ჭიშურისა და ზემო მტკვრის აუზებში; ხელმძღვანელობდა ჰიდროტექნიკური გვირაბებისა და "ლაჯანურჰესის, სსრ კავშირში პირველი, 75-მეტრიანი თაღოვანი უნიკალური კაშხლის მშენებლობებს, არაბთა გაერთიანებულ რესპუბლიკაში ასუანის ჰიდროკვანძის მიწისქვეშა სამუშაოების წარმოებას. გვირაბმშენებელი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.347; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.687 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |