The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



საშა წულუკიძე

საშა წულუკიძე
ოფიციალური სახელი:ალექსანდრე წულუკიძე
დაბადების თარიღი:13 ნოემბერი, 1876
გარდაცვ. თარიღი:21 ივნისი, 1905  (28 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ხონი
კატეგორია:პოლიტიკური ლიდერი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა ხონი, ქუთაისის რაიონი.

1896 წელს შევიდა ქუთაისის სოციალ-დემოკრატიულ ჯგუფში და გახდა "მესამე დასის" რევოლუციური ფრთის აქტიური წევრი. რევოლუციურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისსა და ბაქოში. 1897-1899 წლებში იყო მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი და განაგრძობდა მარქსისტული ფილოსოფიის პოლიტიკურ-ეკონომიკურ და მეცნიერულ სოციალიზმის საკითხების პროპაგანდას. 1899 წელს დაბრუნდა საქართველოში და ენერგიულად ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. 1900-1901 წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის მუშათა გაფიცვებს, მუშათა წრეს ბათუმში. 1901-1902 წლებში თანამშრომლობდა გაზეთ "ბრძოლაში". 1902 წელს მონაწილეობდა რსდმპ-ის ქუთაისის იმერეთ-სამეგრელოსა და სხვა კომიტეტების შექმნაში. 1903 წელს იყო რსდმპ კავკასიის კავშირის კომიტეტის ერთ-ერთი ორგანიზატორი. რსდმპ II ყრილობის შემდეგ-ბოლშევიკი, გაზეთ "პროლეტარიატის ბრძოლის" ერთ-ერთი დამაარსებელი და რედაქტორი. თანამშრომლობდა "პროლეტარიატის ბრძოლის ფურცელში" და ჟურნალ "მოგზაურში". 1905 წლის იანვარში დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს, სადაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიუხედავად კვლავ განაგრძობდა რევოლუციურ საქმიანობას. იგი თეორიულ შრომებში მკაცრად აკრიტიკებდა "ლეგალურ მარქსისტებს", ბურჟუაზიულ ნაციონალისტებსა და მენშევიკებს, იცავდა ლენინურ-ტაქტიკურ რევოლუციურ ხაზს. იგი იყო ქართველი მარქსისტული ლიტერატურის კრიტიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი. მოსკოვის უნივერსიტეტში სწავლისას გამოაქვეყნა მარქსისტული თვალსაზრისით დაწერილი კრიტიკული წერილი - "ახალი ტიპი ჩვენს ცხოვრებაში" (ჟურნალი "კვალი" 1898, N44, 45, 48). შემდეგში სისტემატურად აქვეყნებდა პოლემიკურ და პუბლიცისტურ წერილებს. 1903 წელს ცალკე წიგნად გამოიცა მისი "ოცნება და სინამდვილე". პროფესიონალი რევოლუციონერი. რუსეთის პირველი რევოლუციის მონაწილე, ლენინურ-ისკრული ორგანიზაციების ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოსა და ამიერკავკასიაში.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.348;

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სტუდენტური მარქსისტული წრე, წევრი

გააზიარე: