Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბიძინა ჯავახია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თელავის საშუალო სკოლა 1930 წელს. სხვადასხვა წლებში მსახიობად და რეჟისორის თანაშემწედ მუშაობდა თელავის (1929-1934 და 1938-1939), ქუთაისის (1934-1935), ხაშურის (1935-1936), თბილისის მუსიკალური კომედიის (1936-1938), ახალციხის (1939-1940) თეატრებში; 1945 წლიდან იგი კვლავ თელავის სახელმწიფო თეატრში მიიწვიეს მსახიობად და რეჟისორის თანაშემწედ. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: კუჭატნელი (ს. შანშიაშვილის "არსენა"), გივი ჩოლოყაშვილი (აკ. წერეთლის "პატარა კახი"), ნიკიტა დუდნიკოვი (ვ. დარასელის "კიკვიძე"), ხადილა (ალ. ყაზბეგის "ხევიზბერი გოჩა"), დიმიტრი (დ. თაქთაქიშვილის "კვალითელი დალაქი"), ელიზბარი (ვ. გაბესკირიას "მათი ამბავი"), ვურმი (ფ. შილერის "ვერაგობა და სიყვარული") და სხვა. წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1995. -გვ.10. Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |