Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოთარ ბულია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი. დაამთავრა კიშინიოვის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1962 წელს. 1962-1963წწ. მუშაობდა ქ. სემიპალატინსკში (ყაზახეთის რესპუბლიკა, ყამირის მხარე) სამშენებლო სამმართველოს ინჟინრად; 1963-1969წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N4 სამშენებლო ტრესტის ზუგდიდის სამშენებლო სამმართველოში - სამუშაოთა მწარმოებლად; 1969-1979წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "ბიჭვინთმშენის" სამრეწველო საწარმოთა კომბინატის მთავარი ინჟინერი, დირექტორი; 1979-1992წწ. საქართველოს სასოფლო მშენებლობის N11 სამშენებლო ტრესტის N2 სამშენებლო სამმართველოსა და ამავე ტრესტის მექანიზაციის სამმართველოს მთავარი ინჟინერი, სამმართველოს უფროსი; აქტიურად იყო ჩართული და მონაწილეობდა მრავალი მნიშვნელოვანი საწარმოს, მათ შორის - საკონსერვო, ღვინისა და ლუდის ქარხნების მშენებლობაში. ასევე, ქ. გაგრის საკურორტო კომპლექსების, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების მშენებლობაში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.103
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |