The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვაჟა ბურდული

ვაჟა ბურდული
Date of birth:18 June, 1949  (75 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1971 წელს.

1971-1975წწ. მუშაობა დაიწყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N10 სამშენებლო ტრესტში სამუშაოთა მწარმოებლად; 1976-1982წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, სამშენებლო მექანიკის და სეისმომედეგობის ინსტიტუტის ასპირანტი და მეცნიერ-მუშაკი იყო; 1982-1986წწ. საქართველოს მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტში მშენებლობის სახელმწიფო ინსპექციის უფროსი და კოლეგიის წევრი იყო;1986-1988წწ. მუშაობდა საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის მშენებლობის განყოფილების ინსტრუქტორად; 1989-1993წწ. საქართველოს უცხოური ტურიზმის სამმართველოს მშენებარე ობიექტების გაერთიანებული დირექციის დირექტორი იყო; 1994 -2012წწ. - შპს "ინჟსერვისის" დირექტორი; 2014 წლიდან საქართველოს განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სააგენტოში მშენებლობის მენეჯერია; მონაწილეობდა მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობაში: პირველი 16-სართულიანი კორპუსები თბილისში, სამთავრობო კომპლექსი მიუსერაში, მოტობლოკების ქარხანა ქუთაისში, ინტურისტის სასტუმრო "აფხაზეთი" სოხუმში, საავტომობილო გვირაბის, "ირგანაის" ჰიდროენერგო სადგურის მშენებლობა დაღესტანში; არის ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, ათი სამეცნიერო შრომის ავტორი სამშენებლო მექანიკის დარგში. 

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.103-104


Share: