Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნინო წინამძღვრიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქარელი. სხვადასხვა წლებში მსახიობად მუშაობდა: ქუთაისის (1921-1925 და 1926-1927), ჭიათურის (1925-1926), ონის (1927-1929), ხაშურის (1930-1931), სიღნაღის (1931-1932 და 1933-1934), ფოთის (1937-1938) თეატრებში. 1938 წლიდან გარდაცვალებამდე ქუთაისის თეატრში მოღვაწეობდა. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: მაგდანა, ფოფოდია (შ. დადიანის "ნაპერწკლიდან", "გუშინდელნი"), კატინა (ავქ. ცაგარელის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), მამიდა (ტ. რამიშვილის "სტუმარ-მასპინძელი"), ნანა (ს. კლდიაშვილის "გმირთა თაობა"), დარეჯანი (გ. ნახუცრიშვილის, ბ. გამრეკელის "ლადო კეცხოველი"), გალჩიხა, კაბანიხა (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი", "ჭექა-ქუხილი"), პროსტაკოვა (ფონვიზინის "უმწიფარა"), არხიპოვა (ა. კორნეიჩუკის "პლატონ კრეჩეტი"), ფაშარი (დენერისა და კორმონის "ორი ობოლი") და სხვა. წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1995. -გვ.11 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |